Monday, March 7, 2016

ტრენინგის ბოლო მე-9 დღე დავალებების პრეზენტაციებისა და ვნებათაღელვისაა, რადგან ერთმანეთის ოპონენტების ამპლუაში ვართ. წარვადგინე ჩემი პორტფოლიო, ნაკლოვანი მხარე აღვნიშნე რათქმაუნდა მივიღე რჩევები.
ტრენინგი ჩემთვის ძალიან პროდუქტიული იყო, რადგან ბევრი რამ ვისწავლე რასაც საგაკვეთილო პრიცესში გამოვიყენებ. გარდა იმისა, რომ პროექტებში გავთვიცნობიერდი ბლოგზე ბმულების გაკეთება, მასალის ჩამოტვირთვა და სხვა ვისწავლე.
ძალიან დიდი მადლობა ჩემს ტრენერს რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეწოდებინა და რაც მთავარია გვიხსნიდა ძალიან ძალიან კარგად/

Friday, March 4, 2016

4.03.2016 დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული.ვისწავლე როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის.ასევე ვიმსჯელე როგორ გამოვიყენებ ტექნოლოგიებს სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ამ ტრენინგებმა ჩემი შესაძლებლობები გააუმჯობესა.მიუხედავად დაღლილობისა ვცდილობდი ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გამეკეთებინა.კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით,რადგან ნაყოფიერი იყო.