Sunday, February 28, 2016

28.02.2016 ტრენინგის დასაწყისში დავწერეთ  მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკა.რომელიც შრომატევადი იყო,უკეთ გავიაზრე წინა ტრენინგის თეორიული მასალა.შემდეგ გავეცანი მეექვსე მოდულს: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისათვის.ტრენერმა გაგვაცნო ბლუმისა და გარდნერის მატრიცა.ვისწავლე ვიდეოს ჩამოტვირთვა,ამ პროცესმა გაგვახალისა.ჩავინიშნე დავალებები.ბოლოს შევაჯამეთ დღე. 

Saturday, February 27, 2016

დღეს ვიმუშავეთ ჩვენ მიერ დამუშავებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ პრეზენტაცია. უკუკავშირის საშუალებით მივიღე რჩევები,რომელთაც გავითვალისწინებ და ნამუშევარს შევასწორებ.შემდეგ გადავედით უმნიშვნელოვანეს საკითხზე,შეფასების რუბრიკებზე.ტრენერმა გვითხრა,რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ინტელის ბიბლიოთეკით,კერძოდ შეფასების რუბრიკებიდან ავირჩიოთ და ვისარგებლოთ .მოგვცა საშინაო დავალება ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი ტრენინგი.

Sunday, February 21, 2016

21.02.2016
დღეს განვიხილეთ ონლაინ კავშირები.დავრწმუნდი, რომ ინტერნეტის საშუალებით შემიძლია მარტივად მოვაგვარო სხვადასხვა საკითხი.ვიმუშავე ელექტრონულ ფოსტაში.ვისწავლე როგორ ვიმუშაო ჩატში,ეს პროცესი ჩემთვის სახალისო,მაგრამ მნიშვნელოვანი იყო,რადგან შემიძლია გამოვიყენო მოსწავლეებთან.აგრეთვე ვისწავლე ერთ ნაშრომზე როგორ იმუშაოს რამდენიმე კაცმა.ეს პროექტზე მუშაობის დროს ეფექტური იქნება და აუცილებლად გამოვიყენებ.არანაკლებ საინტერესო,მაგრამ რთული იყო მოსწავლის ნაშრომის შექმნა,რადგან უნდა მომერგო მოსწავლის როლი.გავაკეთე საპრეზენტაციო ფაილი მოსწავლის როლიდან გამომდინარე.დავინახე ის პრობლემები ,რომლებიც მუშაობის დროს შემექმნებოდა.ტრენერისაგან მივიღე რჩევები.დასაწყისში ცოტა დავიბენი,მაგრამ შემდეგ გავერკვიე შეცდომაში.ვფიქრობ,ყველაფერი დავიმახსოვრე.

Friday, February 19, 2016

 დღე მეოთხე   დღევანდელ ტრენინგზე ძალიან საინტერესო საკითხი გვქონდა,კერძოდ დროში გაწერილი შეფასების სხვადასხვა მეთოდი მოვისმინე.ჯერ თეორიულად  შემდეგ კი  ჩემი პროექტის შესაბამისად შევიტანე შაბლონში.დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,რადგან.პრაქტიკული სამუშაო უფრო აღრმავებს ცოდნას.ისე გავიდა დრო ფაქტიურად ვერც კი გავიგე.ბოლოს ჩავინიშნე დავალება,იმედი მაქვს კარგად შევასრულებ.

Sunday, February 14, 2016

14.02.2016
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი ჩვეულებრივად თავის დროზე დაიწყო.ეს დღეც არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ შევუდექით მუშაობას.შევისწავლეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. შევიტანე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები გეგმის შაბლონში.ვისწავლე შინაარსობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების მოძიება,დაკოპირება და ჩასმა ჩემი პროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე.ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება,

Friday, February 12, 2016

                                    პირველი დღის რეფლექსია
სიახლეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ეჭვის თვალით უყურებს,მეც არ ვარ გამონაკლისი,მაგრამ მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია,რადგან არ არსებობს რაიმე,რომელიც სხვას არ გაუკეთებია.სწორედ ამ იმედით მივედი ტრენინგზე.დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს(ტრენერს),ქალბატონი გვანცა თავისი საქმის კარგი მცოდნე და კომუნიკაბელური პიროვნებაა.სასწავლო პროცესი სასიამოვნო იყო.პირველივე მოდულის გაცნობისას ვნახე ვიდეორგოლი,რომელიც ინტელის მიერ იყო მომზადებული.შემდეგ გავაანალიზეთ,ძალიან საინტერესო იყო.სულ სხვაგვარად,უფრო საინტერესოდ შეიძლება საგაკვეთილო მასალის გადაცემა.იმედი მაქვს,რომ უფრო გავცნობიერდები ამ საკითხში ტრენინგის დახმარებით.