Sunday, February 21, 2016

21.02.2016
დღეს განვიხილეთ ონლაინ კავშირები.დავრწმუნდი, რომ ინტერნეტის საშუალებით შემიძლია მარტივად მოვაგვარო სხვადასხვა საკითხი.ვიმუშავე ელექტრონულ ფოსტაში.ვისწავლე როგორ ვიმუშაო ჩატში,ეს პროცესი ჩემთვის სახალისო,მაგრამ მნიშვნელოვანი იყო,რადგან შემიძლია გამოვიყენო მოსწავლეებთან.აგრეთვე ვისწავლე ერთ ნაშრომზე როგორ იმუშაოს რამდენიმე კაცმა.ეს პროექტზე მუშაობის დროს ეფექტური იქნება და აუცილებლად გამოვიყენებ.არანაკლებ საინტერესო,მაგრამ რთული იყო მოსწავლის ნაშრომის შექმნა,რადგან უნდა მომერგო მოსწავლის როლი.გავაკეთე საპრეზენტაციო ფაილი მოსწავლის როლიდან გამომდინარე.დავინახე ის პრობლემები ,რომლებიც მუშაობის დროს შემექმნებოდა.ტრენერისაგან მივიღე რჩევები.დასაწყისში ცოტა დავიბენი,მაგრამ შემდეგ გავერკვიე შეცდომაში.ვფიქრობ,ყველაფერი დავიმახსოვრე.

No comments:

Post a Comment