პირველი დღის რეფლექსია
სიახლეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ეჭვის თვალით უყურებს,მეც არ ვარ გამონაკლისი,მაგრამ მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია,რადგან არ არსებობს რაიმე,რომელიც სხვას არ გაუკეთებია.სწორედ ამ იმედით მივედი ტრენინგზე.დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს(ტრენერს),ქალბატონი გვანცა თავისი საქმის კარგი მცოდნე და კომუნიკაბელური პიროვნებაა.სასწავლო პროცესი სასიამოვნო იყო.პირველივე მოდულის გაცნობისას ვნახე ვიდეორგოლი,რომელიც ინტელის მიერ იყო მომზადებული.შემდეგ გავაანალიზეთ,ძალიან საინტერესო იყო.სულ სხვაგვარად,უფრო საინტერესოდ შეიძლება საგაკვეთილო მასალის გადაცემა.იმედი მაქვს,რომ უფრო გავცნობიერდები ამ საკითხში ტრენინგის დახმარებით.
No comments:
Post a Comment